ბაღდათის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
„რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, პირველ მოადგილე დავით სილაგაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან, მერიის, საკრებულოს წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა კი პანაშვიდი აღავლინა.
დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლის სკვერში ფოტო-გამოფენა და ანსამბლ „საირმე“-ს კონცერტი.
დღესვე ბაღდათში, სასკოლო ასაკის ბავშვების მონაწილეობით საჭადრაკო ტურნირი გაიმართა, გამარჯვებულ მონაწილეებს მედლები თასები და საჩუქრები გადაეცათ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.