ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში სათემო კლუბი „სამოცი+“ დაფუძნდა.
სათემო კლუბი, ბაღდათის მერიის ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების, მერიის სოციალური სამსხურის ინიციატივით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით შეიქმნა.
სათემო კლუბი „სამოცი+“ უფროსი თაობის სოციალიზაციის ცენტრია, სადაც 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ აითვისონ ახალი უნარები, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, დაგეგმონ და განახორციელონ მათ ინტერესებზე მორგებული ღონისძიებები, გაეცნონ ახალ ინფორმაციებსა და იდეებს. კლუბის დაარსების მიზანია, გააუმჯობესოს უფროსი ასაკის მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხი, შეამციროს ასაკთან დაკავშირებული გამოწვევები და ხელი შეუწყოს მათი ჯანსაღი ხანდაზმულობის პროცესს.
სათემო კლუბი როხის ხელოვნების სკოლის შენობაში განთავსდება.
კლუბის დაფუძნების ღონისძიებაში მონაწილეობა, როხის მცხოვრებლებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს, ასეევ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის იმერეთის ოფისის წარმომადგენლება მიიღეს.
სათემო კლუბს დღესვე საოფისე ინვენტარი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ( IOM) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ფონდის (IDF) ფინანსური თანამონაწილეობით განხორციელებული პროექტის ფარგლებში გადასცა.
სათემო კლუბის დაფუძნების ღონისძიების დასასრულს მოეწყო ფილმის „სტაჟიორი“-ს ჩვენება.