ბაღდათის მუნიციპალიტეტში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სანიაღვრეები ეწყობა სოფელ დიმის ე.წ შემოვლით გზაზე, რომლის დასრულების შემდეგ ასფალტის საფარი დაიგება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. „გლობალ ტექნიკსი“ ასრულებს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სოფელ დიმის პარალელურად, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება სოფელ ვარციხეში შ.პ.ს. „ლაბარასთან“ მისასვლელ გზაზე.
მიწის მოწყობითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, განთავსდება სანიაღვრეები და დაიგება ასფალტის საფარი.
სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. „გლობალ ტექნიკსი“ ასრულებს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
მიმდინარე სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, ინფრასტრუქტურის სამსახური წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.