ბაღდათის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება.
ამ ეტაპზე მიწის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ დიმის ე.წ შემოვლით გზაზე.
აღნიშნულ გზაზე სამუშაოების დასრულების შემდეგ განთავსდება სანიაღვრეები და დაიგება ასფალტის საფარი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. „გლობალ ტექნიკსი“ ასრულებს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სოფელ დიმის პარალელურად, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება სოფელ ვარციხეში შ.პ.სპ „ლაბარასთან“ მისასვლელ გზაზე.
აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ მოეწყობა სანიაღვრეები და დაიგება ასფალტის საფარი. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. „გლობალ ტექნიკსი“ ასრულებს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.