საკრებულოს სხდომა საჯაროა და მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხდომის მსვლელობას. მის. ბაღდათი წერეთლის #9
დღის წესრიგით წარმოდგენილია 5 საკითხი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში: „ მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2023 წელში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს. კახა ენუქიძე- მუნიციპალიტეტის მერი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში: „მუნიციპალიტეტის 2023 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესრულების შესახებ“. მომხს. ანტონ ქარაბაკი – მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების განყოფილების უფროსი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ დიმში 41-ე ქუჩისათვის სახელის მინიჭების შესახებ. მომხს. გვანცა გრძელიძე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებისა და მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ. მომხს. გვანცა გრძელიძე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
ბაღდათის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს. „ჯი-თი- გრუპ“- ს შორის 2023 წლის 07 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების (სახელმწიფო შესყდვების შესახებ) N160 საფუძველზე ბაღდათის მუნიციპალიტეტზე საკუთრების უფლებით გადმოცემული 2 (ორი) ერთეული ავტობუსის ( მარკა- ISUZU, მოდელი-NOVOGITI, სახ. N TF 612 TF, მარკა- ISUZU, მოდელი-NOVOGITI, სახ. N TF 613 TF,) “ ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანებისათვის „ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით ,გადაცემაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი.