ბაღდათის მუნიციპალიტეტს ორი ახალი ავტობუსი ჰყავს.
მუნიციპალიტეტისთვის ახალი ავტობუსების შეძენა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა.
ახალი სამგზავრო ავტობუსები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მოადგილე ბესიკ გოფოძესთან და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერ კახა ენუქიძესთან ერთად დაათვალიერა.
ავტობუსები როგორც ქუთაისი- ბაღდათის, ასევე ბაღდათი – სოფელ დიდველის მიმართულებით გადაადგილდებიან.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება.
პროგრამა, მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასა და შემდგომ განვითარებას ემსახურება, რისთვისაც თანხები როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.
აღნიშნული პროექტი „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას ითვალისწინებს, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გადანაწილდება.