ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR-2024 –ის ფარგლებში გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს და სამომავლო გეგმებს შეეხო.
აღნიშნულ გამოფენაზე 130-ზე მეტი ქვეყნის, 10,000-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი, რომლებიც ბალნეოლოგიურ კურორტ „საირმე“-ს, ბაღდათის ღვინის ტურიზმს და გასტრონომიას გაეცნენ.
„მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობის მიღება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, შეხვედრები გვქონდა, სხვადასხვა ქვეყნების ტურისტულ და ბიზნეს კომპანიებთან, მათ გავაცანით ჩვენი მუნიციპალიტეტის პოტენციალი, კურორტ „საირმეს“ და ბაღდათში წარმოებული ღვინის მიმართ იყო დიდი ინტერესი, დაიგეგმა სამომავლო ურთიერთანამშრომლობა”- განაცხადა ბაღდათის მერმა კახა ენუქიძემ.