სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში, საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა დაიწყო. მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს სოფელ შუბანში, ფერსათსა და ზედა დიმში გაიმართა.
სოფელ შუბანში მოსახლეობამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტად, სოფლის შიდა საუბნო გზების და ხიდ-ბოგირის მოწესრიგება დაასახელა, სამუშაოებისთვის 12 000 ლარი გამოიყოფა.
სოფელ ფერსათში მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით ენდელაძეების უბანში სანიაღვრეების მოწყობა, თავხელიძეების ბოგირთან საყრდენი კედლის რეაბილიტაცია და შიდა საუბნო გზების მოწესრიგება შეირჩა, რომლისთვისაც 20 000 ლარი დაიხარჯება.
სოფელ ზედა დიმში მოსახლეობის გადაწყვეტილებით შიდა საობნო გზების კეთილმოწყობა და გარე განათების მონტაჟი განხორციელდება. რისთვისაც პროგრამის ფარგლებში 16 000 ლარი გამოიყოფა.
საპროექტო წინადადებების განხილვას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სილაგაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოსო ჭოლოკავა, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი კახა გოგნაძე, საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი ეკა მშვილდაძე, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.