2024 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარე წლის 23 იანვრიდან დაიწყება. (იხილეთ შეხვედრების გრაფიკი მოცემულ ლინკზე )
შეხვედრების მიზანი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევაა; აღნიშნული პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
საერთო კრებებზე მოქალაქეები მათ სოფლებში არსებულ საჭიროებებს დააყენებენ დღის წესრიგში. ხმათა უმრავლესობით მოხდება შერჩევა რომელ სოფელში, რომელი პროექტია პრიორიტეტული. (იხილეთ და ჩამოტვირთეთ საპროექტო წინადადებების განცხადების ფორმა მოცემულ ლინკზე )
ბაღდათის მუნიციპალიტეეტის მერის N-66240087 და N-66240088 ბრძანების მიხედვით, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს, ასევე მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, დაევალათ მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება და მათი კონსულტირება საპროექტო წინადადებების შემუშავების პროცესში.
საპროექტო წინადადებების მიღება დაწყებულია .
2024 წელს დასაფინანსებელი პროექტებით განსაზღვრულია:
- სასმელი წყლის სისტემები ( მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა. შ.);
- სარწყავი სისტემები;
- სანიაღვრე არხები;
- ნაპირსამაგრი სამუშაოები;
- გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
- ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
- გარე განათება;
- სკოლების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა;
- სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
- ამბულატორიის შენობები;
- სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა.
- სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
- სკვერები, მათ შორის საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერილები შესაბამისი ინვენტარით;
- წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
- მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/ აღდგენა;
- გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება;