საკრებულოს სხდომა საჯაროა და მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხდომის მსვლელობას. მის: მის. ბაღდათი წერეთლის #9
დღის წესრიგი:
1.მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულების მიმოხილვა. მომხს. ლერი გუმბერიძე – მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
2.მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ინფორმაცია 2023 წლის 10 თვეში მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროქტების(რგფ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, ადგილ. ბიუჯეტიდან დაფინან.) დასრულების მდგომარეობის შესახებ. მომხს. კახა მსხვილიძე – მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი.
3.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით (იჯარა) განკარგვაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემისა და საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფსურის განსაზღვრის შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე-მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
4.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისთვის უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე-მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
5. ბაღდდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე-მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
6. სხვადასხვა ა) მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიმოხილვა. მომხს. ლერი გუმბერიძე მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიები.