ბაღდათის მუნიციპალიტეტში “ღვინის დღეები” აღინიშნა.
ბაღდათში დღეს პრემიერ მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ფესტივალი “ღვინის დღეები” გაიმართა.
საფესტივლო პროგრამა გასართობ, შემეცნებით და მუსიკალურ ღონისძიებებს აერთიანებდა.
საფესტივლო სივრცეებში მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო ღვინოების გამოფენა – გაყიდვა, ქართული სამზარეულოს კუთხე, სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები ბავშვებისათვის, ასევე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები.
საღამო ანსამბლ “რანინას” და “ბანდეროლის” კონცერტით დასრულდა.
#ღვინისდღეები2023