![➡️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t9e/1/16/27a1.png)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე „World Vision საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა.
![➡️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t9e/1/16/27a1.png)
შეხვედრას ესწრებოდნენ „World Vision საქართველოს“ დირექტორი ეკატერინე გურგენაძე, „World Vision საქართველოს“ იმერეთის პროგრამის ხელმძღვანელი დავით ჩხობაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან სანიკიძე, ქუთაისისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერები.
![➡️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t9e/1/16/27a1.png)
„World Vision საქართველო“ 2008 წლიდან ახორციელებს იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამას ქუთაისის, ბაღდათის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 12 000-ზე მეტ ოჯახს გაეწია დახმარება სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით. შეიქმნა ბავშვთა დაცვის და ადვოკატირების სამუშაო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს იმერეთში ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მოქმედ უწყებებს.
![➡️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t9e/1/16/27a1.png)
შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები, ისაუბრეს მიმდინარე ინიციატივებზე, მოწყვლადი ოჯახების/ბავშვების აქტუალურ საჭიროებებზე.
World Vision-ის გუნდმა სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის წარმომადგენლებს, ქუთაისის, ბაღდათის და ზესტაფონის მერებს, ნაყოფიერი თანამშრომლობის ნიშნად, მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.