ბაღდათის მუნიციპალიტეტში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ზაფხულის მუსიკალური საღამო გაიმართა.
სადღესასწაულო კონცერტი რომელშიც მონაწილეობა ნოდარიკო ხუციშვილმა და ჯგუფმა ფორტემ მიიღო, გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
მთელი დღის განმავლობაში
ქალაქ ბაღდათის რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში მოწყობილი იყო, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა და კვების სივრცეები.
წარმოდგენილი იყო ანიმატორების და ზღაპრის გმირების შოუ, სახის მოხატვა, „ჟირაფი ჟოზეს“ საბავშვო სპექტაკლი.
„მუსიკალური საღამოები“მთელი ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.