ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში, შინდისში გმირულად დაღუპული ფელიქს კაკაურიძის და ზვიად კაცაძის ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები ყვავივლებით შეამკეს. სასულიერო პირებმა კი პანაშვიდი გადაიხადეს.
დღესვე ყვავილებით შეამკეს სოფელ დიმში გმირთა დედის მემორიალი.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი შესრულდა. ეს პერიოდი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ- ერთი მტკივნეული თარიღია.