მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
ვარციხის ბიზნეს განვითარებისა და ტურიზმის ცენტრში, ვარციხის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა. ადგილზე განთავსებულ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა ექსპონატებთან ერთად, ქართული ეროვნული სამოსი დაეთვალიერებინათ.
ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის სახლ-მუზეუმში კი მოეწყო ვიტალი ბურჯანაძის ნახატების გამოფენა.
ასევე ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.