#EU4Georgia #M4EG #UNDPEUpartnership
#EU #UNDP #urban_transformation #EU

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მდებარე ბიზნეს განვითარებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრში, ახალი თაობის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების საპილოტე პროცესის ფარგლებში, ადგილობრივ ეკონომიკურ აქტორებთან და მოსახლეობასთან გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ადგილობრივი დაგეგმვის გუნდსა და undp m4eg ექსპერტებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ბიზნეს სექტორის, საერთაშორისო, სამოქალაქო, საგანმამათლებლო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა თემატურ ჯგუფებში გამოკვეთეს განვითარების შესაძლებლობები, გამოწვევები და გადაჭრის გზები.

მიღებული შედეგები ადგილობრივი დაგეგმვის ჯგუფის მიერ ასახული იქნება ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარების გეგმაში ledp 2.0-ში.