ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და მოადგილე მერაბ ზირაქაძესთან ერთად საქმიანი ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა.
დელეგაცია ბაღდათიდან ზალცლანდის რაიონში, საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტის, გ. შელენბერგერისა და და ზალცლანდის რეგიონის ხელმძღვანელის, მ. ბაუერის მიწვევით, ასევე გერმანიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმყოფებოდა.
ვიზიტის მიზანს მხარეთა შორის კულტურული და ეკონომიკური პოტენციალის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და დაძმობილების პერსპექტივის განხილვა წარმოადგენდა.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან იზორია.
შეხვედრაზე დასახულ იქნა სამომავლო გეგმები და ასევე შეთანხმებულ იქნა ახლო მომავალში გერმანული მხარის ქ. ბაღდათში საპასუხო ვიზიტი, რა დროსაც დაიგეგმება ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგმება როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტთან, ისე იმერეთის რეგიონთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის დელეგაციის გერმანიაში საქმიან ვიზიტს წინ უსწრებდა გასული წლის ოქტომბერში საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტის ვიზიტი ქ. ბაღდათში, სადაც დაიგეგმა ორ მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობა.