ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სილაგაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ვლადიმერ გუბელაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს სამამულო ომში დაღუპული გმირის ხსოვნას.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ახსაზრდელებმა ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული პერფორმანსი წარმოადგინეს.
დღესვე ყვავილებით შეამკეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში არსებული სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალები.
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წელი გავიდა. სამამულო ომში საქართველოდან 700 ათასი ქართველი იბრძოდა, აქედა 300 ათასი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.