ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ხელმძღვანელს ქეთევან ჯაყელს და იმ მსმენელებს შეხვდა, რომლებიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელის ინტეგრაციის პროგრამას გადიან.
ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, საჯარო მოხელე აკიფ ორუჯოვი (დმანისის მუნიციპალიტეტი) და არტაშეს პეტროსიან (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი) ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში ერთი კვირის განმავლობაში საქმის წარმოებას , თანამშრომლებთან კომუნიკაციას და ინტეგრაციას ეცნობიან.
მათ, მუნიციპალიტეტის პოტენციალს და მერიის მუშაობის პრინციპს, ბაღდათის მერიის საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი თინა აბულაძე აცნობს.
ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი საჯარო მოხელეების გადამზადება, იმ მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის გაფორმდა.
აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა პროგრამებში თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობას.
დღესვე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერთან კახა ენუქიძესთან, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის და საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები დაათვალიერეს.