ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლარასხევში, გრუნტის სანიაღვრე არხების მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.
წაბლარას ხევის მოსახლეობას გრუნტის წყლები, წლების მანძილზე სხვადასხვა სახის პრობლემებს უქმნიდა. აღნიშნულ სოფელში იტბორებოდა საცხოვრებელი სახლების ეზოები და სავარგულები.
სამუშაოებს ა.ა.ი.პ ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების თანამშრომელბი ახორციელებენ.
გრუნტის სანიაღვრე არხები სოფელ წაბლარასხევში საჭიროებისამებრ ყველა უბანში მოეწყობა.