ბაღდათის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება.
ამ ეტაპზე ქალაქ ბაღდათში თბილისის ქუჩის ჩიხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თბილისის ქუჩის შიდა ჩიხებში მოეწყო სანიაღვრეები და იგება ასფალტის საფარი.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია “ჯ და ჯ” ასრულებს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები ახორციელებენ.