ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, პირველ მოადგილე დავით სილაგაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ როხში მდებარე 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.
მამა ზენონმა(ჯანელიძე) დაღუპულთა ხსოვნის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხა.1989 წლის 9 აპრილის
ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. ათობით ადამიანი დაშავდა და მოიწამლა.