![✅](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t33/1/16/2705.png)
ბაღდათის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
![✅](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t33/1/16/2705.png)
ამ ეტაპზე ბეტონის საფარი იგება და ეწყობა სანიაღვრეები სოფელ დიმში ე.წ ეწრის საუბნო გზაზე. მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ჯეო როუდ ინვესტი“ ასრულებს.
![✅](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t33/1/16/2705.png)
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება სოფელ დიმში ე.წ კოხოძე- შალამბერიძეების უბანში, რომლის სამუშაოებსაც შპს „მეკა „ აწარმოებს.
![✅](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t33/1/16/2705.png)
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
![✅](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t33/1/16/2705.png)
სოფელ დიმში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, პირველ მოადგილე დავით სილაგაძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.