ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 24 თებერვალს 10:00 საათზე გაიმართება, სადაც დღის წესრიგით წარმოდგენილი იქნება 5 საკითხი.
იხილეთ დღის წესრიგი:
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში: „ მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2022 წელში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს: კახა ენუქიძე – მუნიციპალიტეტის მერი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში: „მუნიციპალიტეტის 2022 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესრულების შესახებ“. მომხს: ანტონ ქარაბაკი – მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების და მომსახურების განყოფილების უფროსი.
- 2023-2026 წლების პოლიტიკის დოკუმენტი: „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია“ და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 ნოემბრის N 51 (გ-67-67223293) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს. მინდია კიკნაველიძე – მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის II ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი II ობჩა), სოფელ II ობჩაში 28-ე ქუჩისათვის გიორგი გეწაძის სახელის მინიჭების შესახებ. მომხს. გვანცა გრძელიძე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის წითელხევის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი წითელხევი), სოფელ წითელხევში 44-ე ქუჩისათვის მამა გაბრიელის სახელის მინიჭების შესახებ. მომხს. გვანცა გრძელიძე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე