ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2022 წელს, მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
გასულ წელს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზები გაკეთდა.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა, როგორც ქალაქ ბაღდათში, ასევე სოფლებში.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა
სოფელ დიდველის, ფერსათის, ობჩისა და ხანის შიდა საუბნო გზებს.
ასფალტის საფარი დაიგო
ქალაქ ბაღდათში თბილისის, ფოცხვერაშვილის, ბაღდათის, ჭავჭავაძისა და კოსტავას ქუჩებზე.
2022 წელს მუნიციპალიტეტისთვის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო საოჯახო მარნებთან მისასვლელი გზების კეთილმოწყობა, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
გასულ წელს მუნიციპალიტეტისთვის ასევე მასშტაბური პროექტი იყო სოფელ ობჩაში ე. წ ჭყეპნარა -საბუკიას უბნის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებია, სოფელ დიმში ჩიქვინიძეების და კოხოძე – შალამბერიძეების უბნის, როხში სანიკიანების და წითელხევში დევიძეების საუბნო გზების რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტები 2022 წლის ნოემბერში დაიწყო და წელს დასრულდება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურულ საგზაო სამუშაოებს 2023 წელსაც აქტიურად გააგრძელებს და ეტაპობრივად მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს.