2023 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარე წლის 25 იანვრიდან დაიწყება. (იხილეთ შეხვედრების გრაფიკი მოცემულ ლინკზე )
შეხვედრების მიზანი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევაა; აღნიშნული პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
საერთო კრებებზე მოქალაქეები მათ სოფლებში არსებულ საჭიროებებს დააყენებენ დღის წესრიგში. ხმათა უმრავლესობით მოხდება შერჩევა რომელ სოფელში, რომელი პროექტია პრიორიტეტული.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის N-6666230093 და N6666230092 ბრძანების მიხედვით, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს, ასევე მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, დაევალათ მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება და მათი კონსულტირება საპროექტო წინადადებების შემუშავების პროცესში.
საპროექტო წინადადებების მიღება დაწყებულია .
2023 წელს დასაფინანსებელი პროექტებით განსაზღვრულია:
ა) სასმელი წყლის სისტემები ( მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა. შ.); ბ) სარწყავი სისტემები; გ) სანიაღვრე არხები; დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები; ე) გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა; ვ) ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; ზ) გარე განათება; თ) სკოლების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა; ი) სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; კ) ამბულატორიის შენობები; ლ) სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა მ) სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; ნ) სკვერები, მათ შორის საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერილები შესაბამისი ინვენტარით; ო) წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; პ) მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/ აღდგენა; ჟ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება;