ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის მოწყობითი სამუშაოები. რომლის დასრულების შემდეგ დაიგება ბეტონის
საფარი, მოეწყობა ცხაურები და სანიაღვრეები.
სამუშაოებს სამშენებლო კომპანია
“Georgian Build” ასრულებს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
აღნიშნული პროექტი გარდამავალია.
ტენდერის პირობების თანახმად სამუშაოების პირველი ეტაპი ნოემბრის ბოლოს დასრულდება. მეორე ეტაპი კი 2023 წელს.
სოფელ წითელხევში დევიძეების საუბნო გზაზე 2114გრ/მ ბეტონის საფარი დაიგება.
აღნიშნული გზის რეაბილიტაცია აქამდე არასდროს განხორციელებულა.