ბაღდათის მუნიციპალიტეტში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე მიწის მოწყობითი სამუშაოები ხორციელდება სოფელ დიმში ე.წ. ჩიქვინიძეების უბანში. აღნიშნულ გზას აქამდე რეაბილიტაცია არასდროს არ ჩატარებია.
სოფელ დიმში ე.წ. ჩიქვინიძეების უბანში მოეწყობა სანიაღვრეები და დაიგება ასფალტის საფარი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. “მეკა” ასრულებს და იგი როგორც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სოფელ დიმის ჩიქვინიძეების უბნით, მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს .
ჩიქვინიძეების უბანში მიმდინარე სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.