ბაღდათის მუნიციპალიტეტში 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან, მერიისა და საკრებულოს,
ასევე მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ინიციატივით, ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გმირულად დაღუპული მებრძოლების მემორიალური დაფები გაიხსნა მათ მშობლიურ სკოლებში.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან 22 მებრძოლი დაეცა გმირულად.
აფხაზეთის ომიდან 29 წელი გავიდა. 27 სექტემბერი საქართველოში გლოვის დღეა. აფხაზეთის ომში ათიათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.