ბაღდათის მუნიციპალიტეტი ლიეტუვის რესპუბლიკის კაიშადორისის რაიონს დაუმეგობრდა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტსა და ლიეტუვის რესპუბლიკის კაიშადორისის რაიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ლიუტევაში, კაიშადორისში (კაუნასის
მხარე), ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ და კაიშადორისის რაიონის მერმა ვიტიანის ტომკუსმა მოაწერეს.
მემორანდუმზე დაყრდნობით, მხარეებს შორის შედგება
საქმიანი თანამშრომლობა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით, გაღრმავდება მეგობრული ურთიერთობები.
ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს გაიცვალა ინფორმაცია
ბაღდათის მუნიციპალიტეტსა და კაიშადორისის რაიონის შესახებ როგორც კულტურული, ასევე სოციალური, ტურისტული პოტენციალისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით.
ლიეტუვას რესპუბლიკაში დელეგაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე ხელმძღვანელობდა.
ოფიციალურ შეხვედრებს ესწრებოდა პროფესორი მარიამ მანჯგალაძე, ლიეტუვის პარლამენტის წევრი, ლიეტუვის პარლამენტის
საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, პროფესორი ვილია თარგამაძე, რომლის ხელშეწყობითაც შედგა ორ მხარეს შორის დამეგობრება. მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას ესწრებოდა ლიეტუვაში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის მთავარი მრჩეველი – ნატალია კიპაროიძე.