აღნიშნული პროექტი სამ კომპონენტს მოიცავს; დაბრუნებულ მიგრატანთათვის ადგილობრივი სერვისების გაუმჯობესებას, დაბრუნებულ მიგრანტთა ეკონომიკურ გაძლიერებას და სათემო განვითარების მხარდაჭერას. პროექტის ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტებში დაბრუნებულ მიგრანტთათვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით გადამზადდა მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, მათშორის ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომებიც, რომლებიც დაბრუნებულ მიგრანტებს გაუწევენ რეფერალურ მომსახურებას.
დაბრუნებულ მიგრანტთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის კომპონენტის ფარგლებში კონკურსის შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველის მკვიდრ ჯუმბერ ლომთაძეს ავეჯის საწარმო დაუფინანსდა.
საპილოტე პროექტის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში
მოგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ნათია კვიციანი და პაატა შარაშენიძე იმყოფებოდნენ , რომლებიც ვიზიტის ფარგლებში მერის პირველ მოადგილეს დავით სილაგაძეს და მერიის ეკონომიკური სამსახურის გუნდს შეხვდნენ, სადაც საუბარი
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ გარემოებებზე, საჭიროებებზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს შეეხო.
შეხვედრის შემდეგ , მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ბაღდათის მერიის ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელ თინა აბულაძესთან ერთად, სოფელ დიდველაში ჯუმბერ ლომთაძის ავეჯის საწარმო დაათვალერეს.