ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბაღდათში, ფოცხვერაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყო ცხაურები, საყრდენი კედლები და სანიაღვრეები. ამ ეტაპზე იგება ასფალტის საფარი.
მიმდინარე სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს “ბაღდათის ავტოგზა” ასრულებ და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინასდება.
მიმდინარე სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სილაგაძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.