საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მარნებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია გრძელდება.
ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის საფარი იგება, ეწყობა სანიაღვრეები და საპარკინგე სივრცე, სოფელ დიმში სევერიან ღამბაშიძის მარანთან მისასვლელ გზაზე.
მიმდინარე სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სილაგაძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.
აღნიშნული პროექტი ადგლობრივი ბიზნეს განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც 2022 წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის 7 ტერიტორიულ ერთეულში 14 საოჯახო ღვინის მარანთან მისასვლელი საუბნო გზების რეაბილიტაცია, გარე განათებების და საპარკინგე ადგილების მოწყობა განხორციელდება.