30 ივნისს ბაღდათის მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
აღნიშნული აქცია, სისხლის ცენტრის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ერთობლივი ორგანიზებით და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მხარდაჭერით მოეწყო.
სისხლის უანგარო დონაციის აქციაში „ აჩუქე სიცოცხლე აჩუქე ღიმილი“ მონაწილეობა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლებმა ტერიტორიულ ერთულებში, მერიის თანამშრომლებმა და მოქალაქეებმა მიიღეს.