ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, მონაწილეობა მიიღო მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისათვის კლიმატის ცვლილების საბჭოს გაფართოებულ სხდომაში.
სხდომის მიზანი იყო მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის (SECAP) მეთოდოლოგიის დამტკიცება და საკოორდინაციო საბჭოს ანგარიშის წარდგენა.
აქვე გაიმართა ღონისძიება პროექტის „ მუნიციპალიტეტები მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატისთვის“ ფარგლებში, სადაც განხილული იქნა მუნიციპალიტეტების მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების (SECAP) სამუშაო ვერსიების ძირითადი საკითხები, მუნიციპალიტეტების მხრიდან მიღებული გამოცდილება. შედგა სამოქმედო გეგმების მომზადებისა და მონაცემების დამუშავების მიზნით შექმნილი ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „ინტეგრირებული გამჭვირვალობის ჩარჩო“ (CBIT ITF) ტექნიკური მხარდაჭერით.
პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მისი აღმასრულებელია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის დაფინანსებას უზრუნველყოფს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), განხორცილებას – გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP).