ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მეღვინეებთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტი მეორე წელია ღვინის ადგილწარმოშობის მიკროზონის შექმნაზე მუშაობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების თანახმად ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ღვინის ადგილწარმოშობის მიკროზონის სახელწოდება „ობჩა“ შეირჩა, სადაც გაერთიანდება ქალაქი ბაღდათი, სოფელი პირველი და მეორე ობჩა, დიმი, ფერსათი და როკითი.
ბაღდათში ღვინის ადგილწარმოშობის საკითხზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკურ სამსახურთან ერთად აქტიურად მუშაობს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე, ანალიზისა და ნორმატივების სამმართველოს უფროსი ედუარდ ლეკიაშვილი და იმერეთის ღვინის ასოციაციის ხელმძღვანელი ქეთი ჯურხაძე.
ვიზიტის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოინახულეს ზურაბ ღვალაძის, მიშიკო ბურჯანაძის, გაგა ჭრელაშვილის, ლაშა ჩიქვინიძის და მირიან იოსებაშვილის საოჯახო ღვინის მარნები.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრას DMO იმერეთის წარმომადგენლები და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ტატო ლილუაშვილი დაესწრნენ