„ა(ა)იპ „საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი“ იწყებს შშმ პირთა და ხანდაზმულთა შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის უფასო საპილოტე პროგრამის განხორციელებას ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირებისა და ხანდაზმულებისთვის. ვაკანსიები გამოცხადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ასოციაცია ანიკა”. პროექტის პარტნიორია „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი”
პროექტისთვის „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური სერვისების დანერგვა-მიწოდების პილოტირება, განვითარება ბაღდათის მუნიციპალიტეტში“ ცხადდება ვაკანსიები: პერსონალური ასისტენტის, ექიმის, ექთნის, სოციალური მუშაკი/ასისტენტის, საყოფაცხოვრებო ასისტენტი/ექთნის თანაშემწის პოზიციებზე.
დეტალები იხილეთ ბმულზე ⬇
https://jobs.ge/ge/?view=client&client=union-of-people-with-disabilities-of-sachkhere ”