საერთაშორისო ფეზტივალი ,,თეატრალური იმერეთი“ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სპექტაკლით გაიხსნა.
სპექტაკლის ჩვენებამდე, მაყურებელს სიტყვით ფესტივალის ორგანიზატორებმა, ჟიურის წევრებმა მიმართეს.
ფესტივალის ფარგლებში მოქმედი პროფესიული და სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იქნება 17 სპექტაკლი.
წელს პირველად საერთაშორისო ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. თეატრები სპექტაკლებს თავიანთ მუნიციპალიტეტებში წარმოადგენენ, ხოლო დახურვის ღონისძიება ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში 1 ივლისს გაიმართება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრი ფესტივალის ფარგლებში ჟიურის წინაშე 19 ივნისს რ.ლაღიძის კულტურის სახლში წარსდგება.
ფესტივალის გახსნას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, მოადგილეები,საკრებულოს დეპუტატები, მერიის კულტურის სამსახურისა და ააიპ ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპექტაკლებს შეაფასებს პროფესიული ჟიური და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.