ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მოადგილესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებთან და მერიის სამსახურების ხელძღვანელებთან ერთად სამეცნიერო- ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგის“ გენერალურ მდივანს ლანა თოთაძეს და RICDOG გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი თევზაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“-ს წარმომადგენლებმა ახალგაზრდული სივრცე „GAME ზონა“-ს ერთი წლის მუშაობის ანგარიში და „ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის“ მიზნები და ამოცანები წარმოადგინეს.
აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეებმა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებზე, გამოწვევებსა და ინტერესებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ახალგაზრდული სივრცის პერსპექტივები და საჭიროებები.
შეგახსენებთ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია 2022-2025 შემუშავების პროცესშია. დაგეგმილია მუშაობის პროცესში დოკუმენტის განხილვა ახალგაზრდებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან.
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია 2022-2025“ ახალგაზრდობის სააგენტოს პროგრამის ფარგლებში დაიწყო და პროცესში ჩართულია როგორც მერიის კულტურის სამსახური ასევე RICDOG-ის წარმომადგენლები.