ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ასფალტის საფარი დაიგო, ქალაქ ბაღდათში ბაღდათის ქუჩაზე. საგზაო სამშენებლო
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს “ბაღდათის ავტოგზა” ასრულებს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ახორციელებს.
პარალელურად საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ბაღდათში საოჯახო ღვინის მარნებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რკინა-ბეტონის საფარი დაიგო სოფელ ფერსათში ვახთან ჯიხვაძის მარანთან მისასვლელ გზაზე.
პროექტი ადგლობრივი ბიზნეს განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც 2022 წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის 7 ტერიტორიულ ერთეულში 14 საოჯახო ღვინის მარანთან მისასვლელი საუბნო გზების რეაბილიტაცია, გარე განათებების და საპარკინგე ადგილების მოწყობა განხორციელდება.