უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად ბაღდათის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.
რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლში, მწერალ ცირა ყურაშვილის და ნინო ჩეხოშვილის საბავშვო ზღაპრების წიგნის, ასევე ნუგზარ ერგემლიძის მოთხრობების კრებულის “მოამინე”- ს წარდგენა მოხდა.
საქველმოქმედო ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ზღაპრების წიგნის ილუსტრაციები დაეთვალიერებინათ და ნუგზარ ერგემლიძის, ნუგზარ კვაშალის, ზურაბ კობეშავიძის, ზურაბ ცინცქილაძის და ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ„როდოპოლისი“- ს შემოქმედებას გაცნობოდნენ.
უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის და საქველმოქმედო ორგანიზაცია “ჩეხოს სახლის” ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
საღამოზე შემოსული თანხა უკრაინელ ბავშვთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.