21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ , საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები მოინახულა და საჩუქრები გადასცა.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტი ყოველ წელს სხვადასხვა სახის ღონისძიებებით უერთდება.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 2011 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება.