ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა –
მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 4
საგრანტო კონკურსი დამწყები და არსებული მეწარმეებისთვის
“ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა – მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 4” ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში.
პროექტის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება bp-სა და დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (WREP) გასწვრივ მდებარე სამიზნე თემებსა და იგპ-თა დასახლებებს შორის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის და კეთილდღეობის ამაღლების მეშვეობით მცირე და საშუალო და აგრობიზნესის განვითარების გზით.
პროექტს ახორციელებს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC, რომელიც აცხადებს
საგრანტო კონკურსს
დამწყები და არსებული მეწარმეებისათვის
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დასავლეთის მიმართულების (ბაქო-სუფსის) საექსპორტო მილსადენის გასწვრივ მდებარე სამიზნე თემებისა და იგპ-თა დასახლებების მცხოვრებლებს, რომელთაც გააჩნიათ მკაფიო ბიზნეს-იდეა და მოტივაცია საკუთარი ბიზნესის შესაქმნელად, გარდა:
- 18 წლამდე ასაკის პირებისა;
- პირების, რომლებიც არ ცხოვრობენ ან/და არ არიან რეგისტრირებული მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის სამიზნე სოფლებში და იგპ-თა დასახლებებში;
- სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის, სპეციალისტებისდა მათი ოჯახის წევრებისა;
- მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის წინა ფაზის ბენეფიციარებისა, რომელთა დაფინანსების დღიდან გასულია 5 წელიწადზე ნაკლები დრო;
- იურიდიულ პირების, ამხანაგობების და გაერთიანებებისა.
საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია: სასოფლო–სამეურნეო, სამრეწველო, გადამამუშავებელი და შემნახველი წარმოება, კლიმატგონივრული და ბიო/ორგანული წარმოება, დივერსიფიკაცია და ინოვაციური ტექნოლოგიები, ღირებულებათა ჯაჭვის შექმნა და სხვ.
კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ განაცხადის შემოტანა ორი სახის გრანტებზე: მაქსიმალური ოდენობით 5000 ლარი და მაქსიმალური ოდენობით 10000 ლარი.
აუცილებელ პირობას წარმოადგენს კონკურსანტების თანადაფინანსება მოთხოვნილი თანხის არანაკლებ 30%-ს ოდენობით დამწყები ბიზნესის შემთხვევაში და მოთხოვნილი თანხის არანაკლებ 40%-ს ოდენობით არსებული ბიზნესის შემთხვევაში.
გრანტის თანხით დაშვებულია მხოლოდ კაპიტალური აქტივების შეძენა: მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა, მოწყობილობები, ინსტრუმენტები, ორგტექნიკა, საწარმოო და სამეურნეო ინვენტარი, საწარმოო ავეჯი.
საგრანტო კონკურსი ტარდება სამ ეტაპად:
- წარმოდგენილი განაცხადები განიხილება შესარჩევი კომისიის მიერ, რომელიც შეაფასებს მათ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: აღწერის დეტალურობა, განხორციელებადობა, ბიზნეს-იდეის ინოვაციურობა, მდგრადობის პოტენციალი და პერსპექტიულობა, განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები და ბიუჯეტის რეალისტურობა.
- მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები გაივლიან ბიზნეს-გეგმის შედგენის ტრენინგს და შეიმუშავებენ ბიზნეს-გეგმებს, რომლებიც შეფასდება შესარჩევი კომისიის მიერ.
- საბოლოო ეტაპზე გადასული კონკურსანტები მოახდენენ ბიზნეს-გეგმების პრეზენტაციას შესარჩევი კომისიის წინაშე.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი ბიზნეს-იდეის აღწერით უნდა წარმოადგინონ ამა წლის 1 აპრილამდე, ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, თავიანთი მუნიციპალიტეტების მიხედვით ან შეავსონ ონლაინ-განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/yKBsMYRPqZwjbwin9. ზემოთ მითითებული თარიღის შემდგომ წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC
ქუთაისის ოფისი: ქ. ქუთაისი, ნოდარი დუმბაძის ქ. #8
ტელ: 0431 255788
ალექსი ხარშილაძე, ბიზნესის განვითარების სპეციალისტი
ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში
ტელ: 577 199957, email: alex.kharshiladze@ctc.org.ge
ქეთო დვალიშვილი, ბიზნესის განვითარების სპეციალისტი
სამტრედიის, ვანის, აბაშის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში
ტელ: 591 191656, email: keto.dvalishvili@ctc.org.ge
მარიანა ლოთიაშვილი, პროექტის მენეჯერი
ტელ: 591 513771, email: mariana.lotiashvili@ctc.org.ge