ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს მორიგი სხდომა გამართა.
დეპუტატებმა 4 საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის N 21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს. ლერი გუმბერიძე-მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ანგარიში: „2021 წელში მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღების ორგანიზების, მოქალაქეებიდან, ორგანიზაციებიდან, დაწესებულებებიდან შემოსული განცხადებების, წერილების, კორესპოდენციების, მომართვების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და მათი ადრესატებისათვის გადაგზავნის კუთხით გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს. კახა გოგნაძე – მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში: „მუნიციპალიტეტის 2021 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესრულების შესახებ“. მომხს. ანტონ ქარაბაკი – მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი.
4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისთვის სოფელ I ობჩაში 30.08.33.062 საკადასტრო კოდზე მდებარე შენობის საკუთარი ძალებით დემონტაჟზე თანხმობის მიცემის შესახებ მომხს. მიხეილ სახამბერიძე – ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;