…..დეპუტატებმა 7 საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით ყველა საკითხი დაამტკიცეს
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს. გვანცა გრძელიძე – საკრებულოს იურდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
თანამომხსენებელი: მარეხი მშვენიერაძე – მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი.
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ანგარიში 2021 წელში აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხს. ნოდარ ებანოიძე – საკრებულოს აპარატის უფროსი.
3. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის-საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N 80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს. გვანცა გრძელიძე – საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
თანამომხსენებელი: ნოდარ ებანოიძე – საკრებულოს აპარატის უფროსი.
4. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის № 112 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ
მომხს. გვანცა გრძელიძე – საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
5. ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს N 72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მომხს. მურად ბურჯანაძე – საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
თანამომხსენებელი: გვანცა გრძელიძე – საკრებულოს იურდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის თაობაზე სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის შესახებ.
მომხს. მურად ბურჯანაძე – საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
7. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
მომხს. ქეთევან კარკაძე- მუნიციპალიტეტის ეკონომიკის სამსახურის განყოფილების უფროსი.