ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველაში, ზივზივაძეებისა და შველიძეების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული გზის მონაკვეთზე რკინა – ბეტონის საფარი იგება და ეწყობა სანიაღვრეები.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. “ბაღდათის ავტოგზა” ასრულებს, რომლის ღირებულება 250 000 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დაიწყო და ოქტომბერის ბოლოს დასრულდება.