ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
ქალაქ ბაღდათში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს .
აღნიშნულ ქუჩაზე რკინა- ბეტონის საფარი ეწყობა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვრბული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. “ჯთბ გოლდენ ეიჯ” ასრულებს და მისი ღირებულება 277889 ლარს შეადგენს.
სამუშაოები აგვისტოს თვეში დაიწყო და ნოემბრის ბოლოს დასრულდება.