ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, თავხელიძეების და მინაძეების საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.აღნიშნული გზის მონაკვეთზე რკინა/ბეტონის საფარი ეწყობა.სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს “გი-ან 2011” ასრულებს, რომლის ღირებულებაც 118600 ლარს შეადგენს.სოფელ დიმში თავხელიძეების და მინაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.