ბაღდათის მუნიციპალიტეტში საყოველთაო ვაქცინაცია მიმდინარეობს .
მოსახლებას საშუალება აქვს Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სინოფარმი, სინოვაკი და ფაიზერი ქალაქ ბაღდათის მრავალპროფილურ კლინიკა “ჯეოჰოსპიტალში” გაიკეთოს.
მასობრივი იმუნიზაციის პროცესში ბაღდათის მუნიციპალიტეტსი მერი არჩილ გოგსაძე და მერის პირველი მოადგილე კახა ენუქიძე ჩაერთო.
პანდემიის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ დაიცვან რეგულაციები, ატარონ პირბადე და ჩაერთონ მასობრივ იმუნიზაციის პროცესში.