ყურადღება! მიმდინარეობს პლატფორმის განახლება.
+995 591 90 90 05

კულტურა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურის სახლი, რომელიც დაარსდა 1928 წელს, ხოლო  1997 წელს მიენიჭა რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრის სახელი.

1959 წლის 29 დეკემბერს კულტურის სახლში გაიხსნა დრამატული წრე ,  შეიქმნა სიმღერებისა და ცეკვის ანსამბლი, ხალხურ საკრავთა ორკესტრი, ფუნქციონირებდა მინიატურებისა და თოჯინების თეატრი.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს თეატრი, რომელსაც სახალხო თეატრის წოდება მიენიჭა 1961 წელს.

ვ.მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი

მუზეუმი დაარსდა 1940 წლის 14 აპრილს, 2000 წლიდან კი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იმყოფება სახლ-მუზეუმის ბაზაზე. მაიაკოვსკის მუზეუმი ვიზიტორებს წლის ნებისმიერ დროს მასპინძლობს.

ბაღდათის საჯარო ბიბლიოთეკა დაარსდა 1910 წელს, 2001 წელს  მიენიჭა ჯანსუღ ღვინჯილიას სახელი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ფოლკლორული ანსამბლი „საირმე“ დაარსდა 1957 წელს. ანსამბლი დღემდე აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა.

ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბაღდათი“ დაარსდა 2010 წელს, ხოლო 2015 წელს ანსამბლი „საირმე“

ტრიო „იმერეთი „ დაარსდა 1982 წელს .

თოჯინების თეატრი დაარსდა  2018 წლის 2 მარტს.


Skip to content